ხვიჩა კვარაცხელია, თემურ ქეცბაია, კატარი 2022
Aa
Aa

“რატომ არის კვარას გამოჩენა საინტერესო?“ - ქეცბაია ხვიჩაზე, მესისა და მუნდიალზე

თემურ ქეცბაია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სპორტულ გადაცემა „სპორტი იმედზე“-ს ესტუმრა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

კატარის მასპინძლობაზე

„თავიდან სკეპტიკური განწყობა იყო, თუმცა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პირველივე დღიდან იქ არის და მითხრა, რომ მსგავსი ორგანიზება არასდროს არსად უნახავს. მინდვრები, სტადიონები, ყველა დეტალი იდეალურადაა.

რატომ არ შეიძლება რომ მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ჩატარდეს? ან საქართველოში? ყოველთვის გერმანიაში და საფრანგეთში ხომ არ იქნება?“

ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა

„მაროკოს ნაკრები აქ შემთხვევით არაა. ტაქტიკურად თამაშს ძალიან სწორად უდგებიან. ყველა დონის ქვეყნებში ჰყავთ ფეხბურთელები. მათი მთავარი მიზანია გოლი არ გაუშვან, რამდენიმე სახიფათო მომენტს კი აუცილებლად შექმნიან“.

მესი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიგოს

„მე მგონია, რომ არგენტინა საუკეთესო გუნდი არ არის. შეტევაში მთელ საქმეს მესი აკეთებს. ის გრძნობს, რომ ეს მისი ბოლო შანსია. ასე რომ ის ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონობისთვის, თუ საჭიროა იჩხუბებს კიდეც. ყველაზე მეტი შანსი მაინც არგენტინას აქვს“.

კვარას მსგავსი ფეხბურთელების ნაკლებობაა

„ფეხბურთში ინდივიდუალიზმი დაიკარგა. რატომ არის კვარას გამოჩენა ასეთი საინტერესო? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველანაირ სიტუაციაში კაცის მოტყუება შეუძლია.

აი მბაპე ბურთით როცა არის რაღაცას ქმნის. დანარჩენი სულ პასი პასი პასი. დღეს ფეხბურთში ინდივიდუალიზმის ნაკლებობაა“.

საქართველოს ნაკრები მეტს იმსახურებს

„საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მეტს ვიმსახურებთ. საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. ვნატრულობდი, რომ საქართველოსთან ერთად ჯგუფში არ მოვხვედრილიყავი, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ქვეჯგუფში ფავორიტები ჩვენ (კვიპროსი) არ ვართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან