კატარი 2022, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

A Bola-ს გამოკითხვა: ვისი ბრალი იყო? სანტუშის? რონალდუს? თუ გუნდის?

პორტუგალიაში მთავარმა სპორტულმა გამოცემა ABola-მ გამოკითხვა ჩაატარა და ეროვნული ნაკრების მუნდიალიდან გამოვარდნაში მთავარი დამნაშავის გარკვევას ეცადა.

ხალხის აზრით, ყველაზე მეტწილად ამაში ბრალი მთავარ მწვრთნელს ფერნანდუ სანტუშს მიუძღვის.

„ვინ არის დამნაშავე კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობისთვის?" - იკითხა A Bola-მ.

მთავარი მწვრთნელის ფერნანდუ სანტუშის ბრალეულობას ხედავს გამოკითხულთა 51,9%.

გამოკითხულთა 22,3%-ს მიაჩნია, რომ მოთამაშეებმა მოსალოდნელ დონეზე ცუდად ითამაშეს.

9,7%-მა ხმა მისცა, რომ მაროკოს ნაკრები პორტუგალიაზე უკეთესი იყო.

მკითხველთა 9,3%-მა მისცა ხმა, რომ ტურნირზე ეროვნული ნაკრების გამოსვლის დასრულება კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული.

6,9%-ის აზრით კი წარუმატებლობაში დამნაშავე მსაჯები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან