ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან

„ნაპოლიმ“ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც მოიგო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „კრისტალ პალასს“ 3:1 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. შემდეგ სპალეტიმ დაასვენა და შეცვალა.

„კვარა“ აქტიური იყო, რამდენიმე ეპიზოდში ჩვეული სპრინტიც შემოგვთავაზა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვიქტორ ოსიმენის საოცარი გოლი, რომელიც ნიგერიელმა ფორვარდმა პირველ ნახევარში გაიტანა.


ტაიმი 1:1 მორჩა. მეორე ნახევარში ნეაპოლელთა მხრიდან დუბლის ავტორი ჯაკომო რასპადორი გახდა და „ნაპოლიმ“ პრემიერ ლიგის წარმომადგენელს ორბურთიანი სხვაობით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებმა პირველ მატჩში თურქულ „ანტალიასპორს“ 3:2 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა ნიდერლანდების მატჩისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა
არგენტინა ნიდერლანდების მატჩისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა