სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

„ხელფასის 50 პროცენტით შემცირებას უნდა დათანხმდეს“ - Diario Sport ბუსკეტსზე

Diario Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ გამოცდილი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კლუბში დარჩენის შემთხვევაში ხელფასის 50 პროცენტით შემცირებას უნდა დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება.

გასული თვის მიწურულს ესპანურმა COPE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „ბარსელონას“ ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს. ამ სეზონის დასრულების შემდეგ 34 წლის ბუსკეტსი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდება და კარიერას MLS-ში გააგრძელებს, თუმცა Diario Sport-ის ცნობით, ბუსკეტსის „ბარსაში“ დარჩენის შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

ესპანელ ნახევარმცველს „ბარსასთან“ კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ასე რომ, თუ „ბარსასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, „ინტერ მაიამი“ გამოცდილ ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებს.

ბუსკეტსში 2008 წლიდან „ბარსასთვის“ თამაშობს, კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - სამჯერ (2008-09, 2010-11, 2014-15).

ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა (2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2014) გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგუაერი: “მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა“
მაგუაერი: “მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა“