გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, ბენჟამინ ტეიდი
Aa
Aa

„საოცარი მოგზაურობა დასრულდა“ - ტეიდი დინამოს ემოციურად დაემშვიდობა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ 28 წლის ნიგერიელმა საყრდენმა ბენჟამინ ტეიდიმ დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Facebook-ში დაადასტურა.

ბენჟამინ ტეიდი: „სამწუხაროდ, ბათუმის „დინამოში“ ჩემი დრო დასასრულთან მივიდა, ეს იყო საოცარი მოგზაურობა. მადლობა პრეზიდენტს, სამწვრთნელო შტაბს, მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს ძმებად იქცნენ.

ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მადლობა პირატებს ვუთხრა, რომლებმაც მინდორზე თუ მინდორს მიღმა საოცარი სიყვარული და მხარდაჭერა მაგრძნობინეს. ჩვენ ერთად საოცარი მომენტები გავიზიარეთ“.

ბენჟამინ ტეიდი კარიერას თელ-ავივის „ჰაპოელში“ გააგრძელებს, რომელმაც ისრაელის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა, ამჟამად კი მე-9 ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

აფრიკელი მოთამაშე ბათუმური კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, გია გეგუჩაძესთან ოთხი წელი იმუშავა. ტეიდი „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი 2021 წლის სეზონში გახდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში ტეიდიმ 28 მატჩი ჩაატარა (3 - შეცვლაზე), 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Podcast Batumi-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კლუბში რჩება და ამ პოსტზე კიდევ ერთი სეზონი იმუშავებს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ბერიძის თქმით მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება და გუნდში დაახლოებით 15 ფეხბურთელი მოვა.

„დიდი ალბათობით, გია გეგუჩაძე გუნდში დარჩება. მას კიდევ ერთი სეზონი ვენდობით. გაძლიერება ყველა პოზიციაზე გვჭირდება. ბათუმის „დინამოში“ დაახლოებით 15 ფეხბურთელია მოსაყვანი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?