ლივერპული, ბენფიკა, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ლივერპულს ენცო ფერნანდესი იანვარში სურს

მას შემდეგ, რაც ენცო ფერნანდესმა მექსიკას ეფექტური გოლი გაუტანა, მისი შეძენით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. თავდაპირველად, არგენტინელი ნახევარმცველის გადაბირება მადრიდის „რეალს“ მოუნდა და ამ საკითხზე არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა.

დღეს კი, RECORD გვამცნობს, რომ ენცოს ყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ლივერპულს“ სურს. იურგენ კლოპი ფერნანდესის თამაშით მოხიბლულია და მისი ხილვა საკუთარ გუნდში სურს.

„ლივერპულში“ თვლიან, რომ მისი თამაში, როგორც „ბენფიკაში“ ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე არგენტინის ნაკრებში მუნდიალზე გამორჩეულია. მოგეხსენებათ, მერსისაიდულ გრანდს ნახევარდაცვის ხაზში გარკვეული სახის პრობლემები აქვს და ენცო ამის გადაჭრის შესანიშნავი კანდიდატია. წყაროს ცნობით, „ლივერპულმა“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, 21 წლის არგენტინელი ევროპულ ფეხბურთს 2021 წელს შეუერთდა და საკუთარი მომავალი „ბენფიკას“ დაუკავშირა, სადაც ადაპტაცია უმალ გაიარა და გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.

შეგახსენებთ, 2021 წლიდან დღემდე, ენცო ფერნანდესმა პორტუგალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 24-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანს მონდომებით და გულით მივაღწიეთ“ - დეშამი ინგლისთან გამარჯვებაზე
„მიზანს მონდომებით და გულით მივაღწიეთ“ - დეშამი ინგლისთან გამარჯვებაზე