UFC, ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

სახე გაუგლიჯა - ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში

UFC 282-ზე ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელი დაამარცხა. შეხვედრა ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, დაუმარცხებელმა ბრაის მიტჩელმა თოფურიას სრულ დომინაციას ვერ გაუძლო და დანებდა.

ნოკდაუნში გაშვების შემდეგ ილიამ მეტოქეს ძლიერად არაერთხელ დაარტყა, შემდეგ იყო „თეიქ დაუნი“ და მახრჩობელა ილეთი. მიტჩელისთვის ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო, 28 წლის მებრძოლი დანებდა, კარიერაში პირველად დამარცხდა.

ბრაის მიტჩელმა კარიერაში მე-16 ბრძოლა გამართა: 15 გამარჯვება, 1 მარცხი. საინტერესოა, რომ 15-დან 9 შეხვედრაში „საბმიშენით“ გაიმარჯვა.

ამ შეხვედრამდე 25 წლის ილია თოფურიამ MMA-ში 12 ბრძოლა გამართა და ყველა შეხვედრა მოიგო. ბრაის მიტჩელის დამარცხების შემდეგ თოფურიას აქტივში 13 გამარჯვებაა.

ბრაის მიტჩელთან შეხვედრამდე ილია თოფურიამ წონა დააფიქსირა და მედიასთან მიტჩელთან შეხვედრაზე ისაუბრა: „მიტჩელი შეეცდება, პარტერში გადამიყვანოს და ჩხუბის დგომში წარმართვაზე უარი თქვას. ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება და პარტერში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ზვიგენი წყალში. სულერთია, ბრძოლა სად წარიმართება. ის ვერაფერს გააკეთებს და საკუთარ ბედს ვერ შეცვლის. ამ ჩხუბისთვის, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ბოლომდე მზად ვარ და მიტჩელი პირველ რაუნდს ვერ გასცდება. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და მისი გამარჯვება შეუძლებელია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მოიგოს და სასწაულების ნამდვილად არ მჯერა”.

აწონვისას ილია თოფურიამ და ბრაის მიტჩელმა 66.2 კილოგრამი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.

ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის შეხვედრას ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა ხდება, რატომ არავინ ყვირის და სკანდირებს“? - თოფურია გამარჯვების შემდეგ
“რა ხდება, რატომ არავინ ყვირის და სკანდირებს“? - თოფურია გამარჯვების შემდეგ