ჰარი კეინი, კატარი 2022, ჯორდან ჰენდერსონი
Aa
Aa

„ჰარი უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - ჰენდერსონმა საფრანგეთთან მარცხზე ისაუბრა

კატარი 2022-ის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ჯორდან ჰენდერსონმა საფრანგეთთან მარცხზე ისაუბრა:

„იმედგაცრუებულნი ვართ. 0:1-ს ვაგებდით, თუმცა ხასიათი ვაჩვენეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენი საღამო არ იყო“.

ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით აურელინ ჩუამენმა მე-17 წუთზე გახსნა. 54-ე წუთზე საკას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა გოლად აქცია. 78-ე წუთზე ანტუან გრიზმანის პასის შემდეგ ოლივიე ჟირუმ გამარჯვების გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე, როცა ანგარიში საფრანგეთის სასარგებლოდ 2:1 იყო, ჰარი კეინმა პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი კარს ააცილა და შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჰენდერსონი კეინის გამოუყენებელ პენალტზე: „კარგად ვიცით, ჰარის რამდენი პენალტი და რამდენი გოლი გაუტანია, რამდენჯერ დახმარებია გუნდს. ეს (იგულისხმება აცილებული პენალტი) მას გააძლიერებს, ის მსოფლიო კლასის ფორვარდი და ჩვენი კაპიტანია, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება“.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება (14 დეკემბერი). მეორე ნახევარფინალში არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგება (13 მარტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“