“ბელგიასთან მატჩი გამახსენდა“ - ჟირუ ინგლისის დამარცხების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა. საფრანგეთი ინგლისს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „მამლების“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჟირუმ?
„ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ძალიან რთული მატჩი იყო და გამარჯვება უდიდესი ნერვების ფასად დაგვიჯდა. დაცვაში ბრწყინვალედ ვიმუშავეთ და მეტწილად ჩვენი მოგება ამან განაპირობა. იცით, 2018 წლის მუნდიალის მატჩი გამახსენდა, სადაც ბელგიას დავუპირისპირდით.
როგორც მაშინ, ახლაც ძალიან სოლიდური მატჩი ჩავატარეთ. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ახლა მაროკოზე ფიქრის დროს არ არის და არც ჩემი გოლები მანაღვლებს. მთავარია, რომ დღეს საფრანგეთმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები ჩვენ ვართ.“
შეგახსენებთ, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად პორტუგალიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.