ჰარი კეინი, ანტუან გრიზმანი, დიდიე დეშამი, კატარი 2022, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

ჟირუმ საფრანგეთი 1/2-ფინალში გაიყვანა - ჰარი კეინის კოშმარული ღამე

კატარი 2022-ის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით აურელინ ჩუამენმა მე-17 წუთზე გახსნა, ჯორდან პიკფორდს საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში შეუგდო. ჩუამენის გოლისას საგოლე პასი ანტუან გრიზმანმა შეასრულა.

საფრანგეთის ნაკრების ბოლო 50-წლიან ისტორიაში გრიზმანი საგოლე პასების რაოდენობით საუკეთესოა, მის აქტივში 27 საგოლე გადაცემაა. ანტუანი ტიერი ანრისა და ზინედინ ზიდანს უსწრებს, მათ 26-26 საგოლე პასი შეასრულეს.

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, როცა ინგლისმა პირველი ტაიმი დათმო, გამარჯვება ვერც ერთ შეხვედრაში შეძლო (2 ფრე, 6 მარცხი). რაც შეეხება საფრანგეთს, მუნდიალზე ფრანგებმა პირველი ტაიმი 25 შეხვედრაში მოიგეს და ამ 25 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ მოიპოვეს გამარჯვება (1 ფრე).

54-ე წუთზე საკას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა გოლად აქცია. 29 წლის ფორვარდმა ინგლისის ნაკრების მაისურით 53-ე გოლი გაიტანა და უეინ რუნის რეკორდი გაიმეორა. ამჟამად, ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები კეინი და რუნი არიან.

78-ე წუთზე ანტუან გრიზმანის პასის შემდეგ ოლივიე ჟირუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჰარი კეინს რუნის რეკორდის დამხობის შანსი ჰქონდა, თუმცა 84-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი კარს ააცილა და ინგლისის ნაკრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარჩენილ დროში ინგლისმა ვითარება ვერ გამოასწორა. აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე რაშფორდმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი მილიმეტრებით აცდა კარს და საბოლოოდ საფრანგეთმა გაიმარჯვა.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება (14 დეკემბერი). მეორე ნახევარფინალში არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგება (13 მარტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“