კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ჯორჯიანა: “კრიშტიანუ, შენმა მეგობარმა და მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუ კვლავ არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვეტერანი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ ჯორჯიანა როდრიგესმა სოციალურ ქსელში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გააკრიტიკა.

რას წერს ჯორჯიანა?

„დღეს შენმა მეგობარმა და მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეგობარმა, რომლის მიმართაც ამდენი წლის განმავლობაში არაერთი საქებარი სიტყვა გითქვამს. რეალურად, მან დაინახა როგორ შეიცვალა სიტუაცია მოედანზე შენი შეყვანის შემდეგ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

კრის, შენ ვერ შეგაფასეს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და უძლიერესი იარაღი. ცხოვრება გაკვეთილებს გვაძლევს. ვინც არ იმსახურებს, გვერდში არ უნდა დაუდგე. დღეს ჩვენ არ წავაგეთ, ჩვენ ვისწავლეთ. ჩვენ შენით აღფრთოვანებულები ვართ კრიშტიანუ.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ენ ნესირმა გაიტანა. სანტუშის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშს გათანაბრება ვერ შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვნანობ“ - სანტუში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმაზე
„არ ვნანობ“ - სანტუში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმაზე