კრიშტიანუ რონალდუ, კატარი 2022, ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

„არ ვნანობ“ - სანტუში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმაზე

კატარი 2022-ის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებმა იუსეფ ენ ნესირის ერთადერთი გოლით პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მძიმე მარცხის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მედიასთან რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„შევცვლიდი თუ არა რაიმეს? მე არ შემიძლია, გულით ვიფიქრო. ერთ-ერთი უმძიმესი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება იყო, მაგრამ არ შემეძლო, გულით მეფიქრა, რონალდუ დიდებული მოთამაშეა, თუმცა მე მხოლოდ ტვინით უნდა ვიფიქრო და ასე მივიღო გადაწყვეტილება. არ ვნანობ, რონალდუ რომ სასტარტოში არ დავაყენე“.

შეგახსენებთ, ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან (1/8-ფინალი) და მაროკოსთან (1/4-ფინალი) სასტარტოში არ ათამაშა. მაროკოსთან წაგებულ შეხვედრაში რონალდუ თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი დაბალი იყო.

მაროკო მეოთხე აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშა. ანალოგიური შედეგი კამერუნმა (1990), სენეგალმა (2002) და განამ (2010) დააფიქსირეს. ასევე, მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“
პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“