პეპე: „შეუძლიათ, თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ“
კატარი 2022-ის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებმა იუსეფ ენ ნესირის ერთადერთი გოლით პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მძიმე მარცხის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა პეპემ მედიასთან ისაუბრა.
პეპე: „ვფიქრობ, არბიტრები ზედმეტად ამპარტავნები იყვნენ. დღეს, თამაშზე 5 არგენტინელი მსაჯი იყო ! მიუღებელია, რომ ჩვენს თამაშზე არგენტინელი მსაჯები ყოფილიყვნენ, გუშინდელი თამაშის შემდეგ მესი მსაჯობით უკმაყოფილო იყო და ეს ღიად დააფიქსირა. მესის წუწუნის შემდეგ ჩვენი შეხვედრა არგენტინელებს არ უნდა ემსაჯათ.
მეორე ტაიმში ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა. დღევანდელიდან გამომდინარე, შეუძლიათ თასი პირდაპირ არგენტინას გადასცენ. სხვა რა გითხრათ?
ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ შევძელით. დარწმუნებული ვარ, ეს შეგვეძლო
სამწუხაროა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ფსონს არგენტინაზე ვდებ, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“.
ამ მუნდიალზე მაროკომ ჩემპიონობის სამი ფავორიტი დაამარცხა, ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას სძლია, მერვედფინალში ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი ტურნირიდან პორტუგალია გამოთიშა.