პირს მორგანი: “ლაოსს მესი უნდა გაეძევებინა“
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა უმძიმესი მატჩი იხილეს. გამარჯვებული „ალბისელესტე“ გახდა. სკალონის შეგირდებმა, პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი ფეხბურთელებმა გააკრიტიკეს. ყველაზე მეტი კი ლეო მესიმ თქვა. მისი თქმით, ასეთი დონის მატჩს ლაოსისნაირი მსაჯი არ უნდა სჯიდეს.
დღეს, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.
მორგანი:
„გუშინ მესიმ მსაჯს, მეტოქის მწვრთნელს და ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა. ლაოსს ის უნდა გაეძევებინა. რონალდუს, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა მედია უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენდა.“
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც მუნდიალს სენსაციურად ბრაზილიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. ცნობისთვის, არგენტინის და ხორვატიის მატჩი 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.