„მესი უპატივცემულოდ მომექცა“ - ვეგჰორსტმა ინციდენტზე ისაუბრა
კატარი 2022-ის მეოთხედფინალში არგენტინამ ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ხორვატიას შეხვდება. მატჩის შემდეგ შერეულ ზონაში ლეო მესისა და ვაუტ ვეგჰორსტს შორის ინციდენტი მოხდა, ლეო მესიმ ინტერვიუს დროს მისკენ მომავალ ვეგჰორსტს ასე უპასუხა: „რას უყურებ? გაიარე, სულელო“. ვეგჰორსტს მესისთან მისვლის უფლება ლაუტარომ და კუნ აგუერომ არ მისცეს.
#Qatar2022 || ????CLIMA CALIENTE IV????
— Doble Cinco (@doble5mx) December 10, 2022
El detrás de escena del “Qué mirás bobo” de Messi para Weghorst. El jugador de #NED quería ir a darle la mano pero llegaron antes Lautaro Martínez y el ‘Kun’ Agüero#SeleccionArgentina #FIFAWorldCup pic.twitter.com/gKfXyyPzME
მოგვიანებით, ამ თემაზე ვეგჰორსტი მედიას ესაუბრა:
„თამაშის შემდეგ მინდოდა მესისთვის ხელი ჩამომერთმია, რადგან მას, როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ხელი ამიქნია, ჩემთან საუბარი არ სურდა. ესპანურად კარგად არ ვსაუბრობ, მაგრამ მან ჩემი მისამართით უხეში სიტყვები თქვა, რამაც იმედი გამიცრუა, უპატივცემულოად მომექცა, იმედგაცრუებული ვარ“.
შეგახსენებთ, 83-ე წუთამდე მოლინასა და მესის გოლებით არგენტინა ნიდერლანდებს ამარცხებდა, თუმცა 83-ე წუთზე ვეგჰორსტმა ანგარიში შეამცირა, მე-11 დამატებულ წუთზე კი დუბლი შეასრულა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა. პენალტების სერიაში ნიდერლანდები 3:4 დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა.