ლუი ვან გაალი, კატარი 2022
Aa
Aa

„ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო“ - ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა

71 წლის ლუი ვან გაალმა არგენტინასთან დრამატულ და ისტორიულ მატჩში დამარცხების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

„მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს მუშაობას აღარ გავაგრძელებ. მე სამუშაოს მხოლოდ ამ პერიოდისთვის დავთანხმდი. ასე, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო.

მშვენიერი დრო გავატარე. ასე დამარცხება საშინლად მტკივნეულია, მით უმეტეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთე“.

- აღნიშნა ვან გაალმა.

ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ამჯერად 20 მატჩის ჩატარება მოასწრო. „ნარინჯისფრებმა“ 14 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს. მის მიერ გაწვრთნილი ნაკრები 2014 წლის მსგავსად პენალტების სერიაში ამჯერადაც არგენტინასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?