კატარი 2022
Aa
Aa

„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?

არგენტინა ნიდერლანდების ისტორიულ მატჩზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ და გაიხსენებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეო მესის ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირება მოუვიდა. Tyc Sports-ის ცნობით, ლეო ვან გაალთან ერთად მის თანაშემწეს ედგარ დავიდსსაც დაუპირისპირდა.

მესი მეტოქის სათადარიგოთა სკამს მიუახლოვდა და სამწვრთნელო შტაბს რაღაც უთხრა. წყაროს ცნობით, ლეომ მათ მაღალ ტონალობაში ყვირილით მიმართა და უთხრა, რომ ნაკლები ელაპარაკათ.

„შედარება ოდიოზურია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ლიონელ მესი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო და უფრო ჰგავს მარადონას. არგენტინა მხრებზე ჰყავს შესმული და მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება. აი ეს მოხდა კატარის მუნდიალზე ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ“.

- წერს არგენტინული Tyc Sports-ი.

წყარო აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემდეგ, მესიმ ნახევარფინალში გასვლა გუნდელებთან ერთად იზეიმა და შემდეგ ნიდერლანდების სამწვრთნელო შტაბისკენ დაიძრა, სადაც ვან გაალსა და დავიდსს რამდენიმე ფრაზა ესროლა. ლეომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მატჩამდე ნიდერლანდელების მხრიდან დიდი კრიტიკა იყო. არგენტინის ნაკრებზე ირონიულად ისაუბრეს და მთელს გუნდს შეურაცხყოფა მიაყენეს.

გარდა ამისა აქტიურად იწერება, რომ ლეოს ჟესტი, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ამჟამად ყველაზე პოპულარული ფოტოა - მიმართული იყო ვან გაალისკენ და ემსახურებოდა ხუან რომან რიკელმეს მიმართ სოლიდარობას, რომელიც ნიდერლანდელთან ერთად „ბარსელონაში“ მუშაობდა, თუმცა მას მცირე სათამაშო დროს აძლევდა, კონფლიქტიც ჰქონდა და საბოლოოდ გუნდიდან წასვლაც მოუხდა.

მესიმ სწორედ რიკელმეს აღნიშვნა გაიმეორა. ასევე ყველასათვის კარგად არის ცნობილი ვან გაალის კონფლიქტი დი მარიასთან მიმართებითაც. არგენტინული პრესა თვლის, რომ ლეომ ამ ქმედებით ყველა არგენტინელის სათქმელი თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: „ასეთ მატჩებში ამ მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, ხორვატია კარგი გუნდია“
მესი: „ასეთ მატჩებში ამ მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, ხორვატია კარგი გუნდია“