ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: „ასეთ მატჩებში ამ მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, ხორვატია კარგი გუნდია“

არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ნიდერლანდებთან გამართულ მატჩზე და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „ლა პულგამ“ შეხვედრის მთავარი არბიტრი, მატეუ ლაოსი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მატჩი დამატებით დროში არ უნდა გადასულიყო.

„უდიდეს ბედნიერებასა და სიხარულს ვგრძნობ, მაგრამ შეხვედრა დამატებით დროში არ უნდა გადასულიყო და არც თერთმეტმეტრიანების სერია უნდა დანიშნულიყო. ტანჯვა მოგვიწია, მაგრამ წინსვლას ვაგრძელებთ და ეს ძალიან მაგარია! ვან გაალი ამბობს, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ამ დროს, უბრალოდ მაღალი ფეხბურთელები შემოიყვანეს და გრძელი პასები გააკეთეს.

ხორვატიამ აჩვენა, რომ შესანიშნავი გუნდია და იყო მომენტები, როცა ბრაზილიას თანაბრად ეთამაშებოდნენ. ისინი დიდი ხანია ამ მწვრთნელთან ერთად მუშაობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ. მთავარ არბიტრს რაც შეეხება, მსაჯზე საუბარი არ მინდა, რადგან დაგაჯარიმებენ და ვერ იტყვი იმას, რასაც ფიქრობ. ფიფამ სიტუაციას უნდა გადახედოს და ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრა ამ მსაჯს არ უნდა ანდონ, რადგან იგი ამ დონეს არ შეესაბამება. თამაშის დროს გვეშინოდა, რადგან ვიცოდით, ეს არბიტრი ვინ იყო“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებების მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში „ალბისელესტეს“ გმირად ემილიანო მარტინესი მოევლინა და „ნარინჯისფრების“ ორი პენალტი მოიგერია, რითიც გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში