ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

ბრაის მიტჩელი: „თოფურიაზე უკეთესი ვარ და ამას დავამტკიცებ“

UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას ოქტაგონზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. „ელ მატადორი“ ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება და დაუმარცხებელი ტალანტების ჩხუბამდე, 28 წლის ამერიკელმა თოფურიაზე ისაუბრა.

„თოფურიას კარგი დარტყმა აქვს და ოქტაგონზე შესანიშნავად გადაადგილდება. ძლიერი დარტყმის მიღების შემთხვევაში, ილია არ ნებდება და ცდილობს, გამოსავალი იპოვოს. ვფიქრობ, ის ძალიან ძლიერი მეტოქეა და მის შესაძლებლობებს პატივს ვცემ, მაგრამ მის მიმართ სიმპათიები ნამდვილად არ მაქვს, რადგან ბევრ სისულელეს ლაპარაკობს.

მგონია, რომ თოფურიაზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ამას აუცილებლად დავამტკიცებ და ილიას მოვაკეტინებ. ბევრი ვარიანტია თუ როგორ და სად შეიძლება, ბრძოლა განვითარდეს და ყველაფრისთვის მზად ვარ. ვნახოთ, ჩხუბის დღეს რა მოხდება“.

ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონა დაფიქსირებულია - ილია თოფურია ბრაის მიტჩელთან ჩხუბისთვის მზადაა!
წონა დაფიქსირებულია - ილია თოფურია ბრაის მიტჩელთან ჩხუბისთვის მზადაა!