ჰაკიმ ზიეჩი
Aa
Aa

ჰაკიმ ზიეჩის ქველმოქმედება - ბონუსი ღარიბ ოჯახებს გადაურიცხა

მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აფრიკელებმა ესპანეთი დაამარცხეს და „სელესაოსთან“ მატჩამდე, საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მაროკოელთა ერთ-ერთი ლიდერი, ჰაკიმ ზიეჩი მოექცა.

ამის მიზეზი 29 წლის ფეხბურთელის ქველმოქმედებაა. მაროკოული გამოცემების ინფორმაციით, ზიეჩმა მეოთხედფინალში გასვლის სანაცვლოდ მიღებული ბონუსი ღარიბ ოჯახებს გადაურიცხა. თანხა 325 000 აშშ დოლარს შეადგენს და გულშემატკივართა შორის მისმა ჟესტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ზიეჩის ქველმოქმედების სააშკარაოზე გამოტანის შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, „ჩელსის“ ფეხბურთელს ნაკრებში მიღწეული წარმატების სანაცვლოდ გამოყოფილი ბონუსი არასდროს აუღია და თანხას ნაკრების პერსონალსა და ღარიბ ოჯახებს ურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და „ფურია როხას“ თერთმეტმეტრიანის გატანის საშუალება არ მისცა. აფრიკელთა მომდევნო დაპირისპირებას ხვალ ვიხილავთ და თბილისის დროით, 19:00-ზე მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე