უგო დუროს სიმბოლური ნაკრები - მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილია
„ვალენსიას“ ფეხბურთელმა, უგო დურომ თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა და ის მოთამაშეები გამოარჩია, რომელთა მიმართ მიმდინარე სეზონში ყველაზე პოზიტიურადაა განწყობილი. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ დუროს რჩეულთა შორის „ღამურების“ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ვხედავთ.
„კარში ჩემს თანაგუნდელს დავაყენებ. ის კარგად თამაშობს და ამიტომ, გიორგის ავირჩევ“, - განაცხადა დურომ. მამარდაშვილის გარდა, მის სიმბოლურში არაუხო, ხესუს ნავასი, დავიდ გარსია, ფრან გარსია, ფრან ბელტრანი, ნაბილ ფეკირი, დავიდ სილვა, კარიმ ბენზემა, მუნიაინი და კარასკო მოხვდნენ.
???? Giorgi Mamardashvili and 10 others!
— LaLiga English (@LaLigaEN) December 9, 2022
???? @valenciacf_en striker, @hugoduro14 has accepted @AtigaS8's challenge to share with us his '???????????????????? ????????' in the latest episode of #ElCórnerLaLiga!
Not a bad team... ???? pic.twitter.com/sx0cGmZgdN
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველი მეკარე შეაქო. მისი თქმით, „მამარდა“ „ღამურებისთვის“ საკვანძო აქტივია და კლუბმა მისი გასხვისების იდეა დღის წესრიგიდან უნდა ამოიღოს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, Transfermarkt-მა მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება განაახლა და მისი ფასი 25 მილიონ ევრომდე ავიდა. ეს 5-ით მეტია, ვიდრე სექტემბერში დაფიქსირებული მაჩვენებელი. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გიორგი „ვალენსიაში“ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პირველ ადგილს, „ღამურების“ კაპიტანი ხოსე გაია იკავებს, რომელიც 40 მილიონი ევრო ღირს.