ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა

UFC-ის რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას სიტყვებს გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ Metaratings-თან საუბრისას ევლოევს „ვირთხა“ უწოდა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, მას აუცილებლად მიხედავს. ევლოევის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და მოვსარმა თოფურია „ხელმოცარულად“ მოიხსენია.

„თოფურია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს ახლა გერმანული ფესვები აქვს. ილია, შეეცადე, ეს ბრძოლა მოიგო, თორემ მომიწევს, ქუჩაში გცემო. თავს უფლებას ვერ მივცემ, ოქტაგონზე ჩემი დრო ხელმოცარულზე დავკარგო“.

რა თქვა თოფურიამ ევლოევზე

„როცა UFC-ის საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ, ყველა ვირთხას გავუმკლავდები. ერთ-ერთი მათგანი მოვსარ ევლოევია. როცა ევლოევს მაგრად ვცემ, MMA-ის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავხდები“.

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევსა და ილია თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოკეტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ“ - თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდა
„მოკეტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ“ - თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდა