რეგრაგი: „რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, იმედი მაქვს არ ითამაშებს“
A Bola-ს ცნობით, ფერნანდუ სანტუშის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუ მაროკოსთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. პორტუგალიიის ნაკრების სასტარტოში ფორვარდის პოზიციაზე გონსალუ რამუში ითამაშებს, რომელმაც მუნდიალის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
რონალდუსთან დაკავშირებით მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ მედიასთან ისაუბრა: „არ ვიცი, რონალდუ ითამაშებს თუ არა. იმედი მაქვს, არ ითამაშებს. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ასე რომ, ბედნიერი ვიქნები, თუ არ ითამაშებს“.
რეგრაგმა ასევე განაცხადა: „ჩემი ქვეყნითა და გუნდით ვამაყობ, ბედნიერი ვარ, რომ ამ სტადიამდე მივაღწიეთ. ჩვენ წარმოვადგენთ მაროკოს, ჩვენს ხალხს. მთელი აფრიკის კონტინენტი მხარს გვიჭერს.
ჩვენ ვითამაშებთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ნაკრების წინააღმდეგ“.
კატარი 2022-ის მეოთხედფინალში მაროკო-პორტუგალიის დაპირისპირება 12 დეკემბერს გაიმართება (19:00).