„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე
MMA-ის ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირებას გამოეხმაურა. 24 წლის მებრძოლმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორის“ მხარე დაიჭირა.
„არის ერთი რამ, რასაც ყველა არასწორად იგებს. არასდროს დაუპირისპირდე ქართველს თუ მშვიდი ცხოვრება გინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემშვიდობე ნორმალურ ცხოვრებას და ისიამოვნე კარიერის დანგრევით. ილია, ამ ქერათმიან ძუკნას საკუთარი სიტყვები უკან წააღებინე და ოქტაგონის ცენტრში დამარხე“.
These two have officially taken over at the #UFC282 press conference! ???? pic.twitter.com/hQAiAXXVkw
— UFC (@ufc) December 9, 2022
შეგახსენებთ, რომ გამთენიისას, ბრძოლებისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.
ცნობისთვის, თოფურიას ჩხუბს თბილისის დროით 11 დეკემბერს ვიხილავთ. ილია ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება, რომელიც ბუკმეიკერთა აზრით, მცირე აუტსაიდერია.