კრიშტიანუ რონალდუ, ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

„კრიშტიანუ ბედნიერი არ იყო“ - სანტუშმა რონალდუსთან შეხვედრაზე ისაუბრა

A Bola-ს ცნობით, ფერნანდუ სანტუშის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუ მაროკოსთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. პორტუგალიიის ნაკრების სასტარტოში ფორვარდის პოზიციაზე გონსალუ რამუში ითამაშებს, რომელმაც მუნდიალის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულმა გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა, სურდათ თუ არა ქომაგებს რონალდუს სასტარტოში ხილვა მაროკოსთან მატჩში. გამოკითხვაში მონაწილეთა 93,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს.

მაროკოსთან მატჩამდე პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა რონალდუს შესახებ ისაუბრა:

„რონალდუსთან საუბარი მქონდა. ცუდი იქნებოდა, რომ ეს საუბარი არ შემდგარიყო. შემადგენლობა მატჩამდე საათნახევრით ადრე დავასახელე, როცა სტადიონზე მივედით. ეს ნორმალურია, ასე ვაკეთებ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში.

საუბარი ჩემსა და რონალდუს შორის თამაშის დღეს, საუზმის შემდეგ ჩემს ოთახში შედგა. მას დავუსახელე ის მიზეზები, რატომაც არ შევიყვანე სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ ასევე ვუთხარი, რომ ამ მატჩში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. ახსნა-განმარტება საკმაოდ ჩვეულებრივი აღმოჩნდა, კრიშტიანუ ბედნიერი არ იყო, რადგან ის ყოველთვის სასტარტოდან იწყებდა. მშვიდი საუბარი გამოვიდა, ხედვები გავცვალეთ, ეს მისთვის ადვილი არ იყო.

ინფორმაცია, რომ რონალდუს ნაკრებიდან წასვლა სურდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მასზე უფრო დიდი მაგალითი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რაც მან მაროკოსთან შეხვედრაში დაგვანახა, გოლებს თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნავდა, ქომაგს მადლობა პირველმა გადაუხადა. თავი დაანებეთ რონალდუს, მას ეს არ დაუმსახურებია იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მან პორტუგალიის ნაკრებისთვის გააკეთა“.

კატარი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრების სამივე შეხვედრაში რონალდუმ სასტარტოში ითამაშა, 1 გოლი შეაგდო, პირველ ტურში განას გაუტანა. მერვედფინალში ფერნანდუ სანტუშმა რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა და შვეიცარიასთან 74-ე წუთზე ჩართო თამაშში, როცა პორტუგალია 5:1-ს იგებდა.

შვეიცარიასთან მატჩის დაწყებამდე სანტუში პორტუგალიურ Sport TV-ს ესაუბრა: „რონალდუ დასჯილი არაა, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც რამდენიმე დღე ვემზადებოდით. კრიშტიანუ სამაგალითო პროფესიონალია და თუ თამაშში ჩაერთვება, პორტუგალიის ნაკრებს ძალიან დაეხმარება“.

შვეიცარიასთან გამარჯვების (6:1) შემდეგ, კითხვაზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გონსალუ რამუში რატომ ითამაშა, ფერნანდუ სანტუშის პასუხი ასეთია: „მე ეს უკვე ავხსენი და იგივეს გამეორებას არ ვაპირებ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. თუ ვინ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. ჩვენ წლებია მეგობრები ვართ, რონალდუ სამაგალითო კაპიტანია“.

მუნდიალის მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიას შეხვდება, მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლა არ სურდა და ახალ კონტრაქტს ელოდა - Cadena SER ლუის ენრიკეზე
წასვლა არ სურდა და ახალ კონტრაქტს ელოდა - Cadena SER ლუის ენრიკეზე