ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

პირველ ეტაპზე ხელფასზე იმსჯელებენ - ძაკარდო ნაპოლისთან მოლაპარაკებას იწყებს

Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. მოლაპარაკების პირველ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით „ნაპოლი“ და ფეხბურთელის აგენტი კრისტიანო ძაკარდო იმსჯელებენ.

როგორც Il Mattino წერს, „აძური“ მოლაპარაკების პირველ ეტაპს, რომელიც მოთამაშის ხელფასს შეეხება, უყოყმანოდ იწყებს. ამ ეტაპზე ხვიჩას წლიური ხელფასი დაახლოებით 1,3 მილიონი ევროა.

ხვიჩას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელი კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა და სეზონის პირველ ნახევარში სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ტრანსფერი გამართლებულია, რაც „ნაპოლისთვის“ ახალი კონტრაქტის გაფორმების მყარი საფუძველია.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამთარში წავა - მოლ ფეჰერვარი ბუდუს გაშვებას აპირებს
ზამთარში წავა - მოლ ფეჰერვარი ბუდუს გაშვებას აპირებს