ფონტე: რონალდუ სათადარიგოთა სკამზე? ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ
ჟოზე ფონტემ პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა და გუნდის კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„რონალდუ სათადარიგოთა სკამზე? ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ და არა მე. არაფერს ვიტყვი. კრიშტიანუ უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, ამიტომ მწვრთნელმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ მან იცის რატომ.
მაგრამ კრიშტიანუს რომ ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, ჩვენც იმავენაირად კარგად ვითამაშებდით. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ საუკეთესოზე, თუ საუკეთესოზე არა და მას შეუძლია გოლების გატანა - ეს ყველამ ვიცით.
შეუძლია თუ არა მას მაროკოს წინააღმდეგ თამაში? რატომაც არა? ვნახოთ რა აქვს მხედველობაში მწვრთნელს - გადაწყვეტილებებს მხოლოდ ის იღებს.
ვფიქრობ, კარგია, რომ ამდენი ვარიანტი გვაქვს. ჩვენ გვყავს ბევრი შესანიშნავი მოთამაშე, ღრმა შემადგენლობა, საინტერესო იქნება და ვნახოთ რას გააკეთებს სანტუში. მოდით, დაველოდოთ.
თუ მწვრთნელმა გადაწყვიტა რონალდუს სასტარტოში დაყენება, დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჩვენ ყველას გვესმის, რა დევს სასწორზე და კრიშტიანუს ამ წლების განმავლობაში ამდენი შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ამან გაამართლა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რონალდუს რომ ეთამაშა, ის იმავეს არ გააკეთებდა.
მაროკოს ნაკრები ძალიან საშიშია - თავდაჯერებული გუნდია, აქვთ იმპულსი, ენერგია და პოზიტივი. მაგრამ პორტუგალიის სახით დიდ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდებიან. ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ისინი სავსე იქნებიან თავდაჯერებულობით და შეჯიბრში ბევრად წინ წასვლის სურვილით. მჯერა, რომ ჩვენ ბოლომდე მისვლა შეგვიძლია“,
- განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.