„ბრწყინვალე ადამიანური თვისებები აქვს“ - ჯაკეტა ხვიჩასა და გაეტანოზე
„კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანლუკა გაეტანოზე ისაუბრა.
„ლოჩოშვილს კვარაცხელიას შესახებ ველაპარაკე, მასზე აღმატებულად ისაუბრა. კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია და ბრწყინვალე ადამიანური თვისებები აქვს“.
ჯაკეტამ ჯანლუკა გაეტანოზეც ისაუბრა, რომელიც „ნაპოლის“ აღზრდილია, თუმცა 2020 წლიდან იჯარით „კრემონეზეში“ თამაშობს. 22 წლის შემტევს „კრემონეზესთან“ საიჯარო კონტრაქტის ვადა ამოეწურა, სეზონის მეორე ნახევარში ლუჩანო სპალეტის გუნდში ითამაშებს, თუმცა შესაძლოა კვლავ გაანათხოვრონ.
სიმონე ჯაკეტა: „კრისტიანო ჯუნტოლისთან გაეტანოს შესახებ დიდი ხანია არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ „ნაპოლი“ მას აქტიურად აკვირდება. ჩემი აზრით „ნაპოლიში“ ცენტრში ლობოტკასთან ერთად უნდა ითამაშოს. გაეტანოს ტექნიკა აქვს და ფიზიკურად კარგადაა მომზადებული.“.
ჯანლუკა გაეტანო ცენტრალური ნახევარმცველისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე ასპარეზობს, თუმცა ამ ეტაპზე, როცა ხვიჩა საოცარ ფორმაშიას, კვარაცხელიასთან კონკურენცია წარმოუდგენელია. გაეტანოს იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, სერია ა-ში მისი დებიუტი „კრემონეზეში“ მიმდინარე სეზონში შედგა.