კაკა, კატარი 2022
Aa
Aa

კაკა: ბრაზილიელებისთვის რონალდო უბრალოდ მსუქანი ბიჭია

რიკარდო კაკამ ბრაზილიაში რონალდოს მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბევრი ბრაზილიელი ეროვნულ ნაკრებს მხარს არ უჭერს. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

როცა ქუჩაში რონალდოს დაინახავთ წამოიძახებთ - „ვაი“! - მაგრამ ბრაზილიაში მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. ის უბრალოდ მსუქანი ბიჭია, რომელიც ქუჩაში დადის.

ახლა ბრაზილიაში ბევრი ნეიმარის შესახებაც უარყოფითად საუბრობს.

რა თქმა უნდა, ბევრ ბრაზილიელს უყვარს რონალდო, მე კი ის მიყვარს, მაგრამ ბრაზილიაში მას პატივს არ სცემენ, რადგან ის მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მის მიმართ მეტ პატივისცემას უცხოელებისგან ვხედავ“,

- თქვა კაკამ BeIN Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ელ ფენომენო“ ამჟამად ლა ლიგის ბინადარი კლუბის „ვალიადოლიდის“ მფლობელია და რამდენიმე წელია ევროპაში ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო ესპანეთის ფიასკოზე: ტიკი-ტაკას დასრულებას ვზეიმობთ
კაპელო ესპანეთის ფიასკოზე: ტიკი-ტაკას დასრულებას ვზეიმობთ