კაპელო ესპანეთის ფიასკოზე: ტიკი-ტაკას დასრულებას ვზეიმობთ
ფაბიო კაპელომ მსოფლიო ჩემპიონატიდან ესპანეთის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.
„ამ ტურნირზე ტიკი-ტაკას დასრულებას ვზეიმობთ. ესპანეთი „ცრუ ცხრიანს" დაემშვიდობა. ეს ფორმულა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობდეს და ზოგიერთ კონტექსტში, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს სისტემა. ცენტრალური ფორვარდის ფიგურა ფუნდამენტური რჩება.
ბურთის ფლობა? აქ ჩვენ ჩემს ძველ კონცეფციას ვუბრუნდებით: ბურთის ფლობა, რომელიც არ არის გამყარებული სიჩქარით, მომაბეზრებელი ხდება, არაპროდუქტიული.
გუარდიოლას ფეხბურთი შეიცვალა, ის აღარ არის ის, რაც ათი წლის წინ იყო. და ღირს თუ არა იმის შეხსენება, რომ ბარსელონას ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მესი და ინიესტა იყვნენ?“
- განაცხადა კაპელომ Il Messaggero-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ეროვნული ნაკრებიუკვე დატოვა და მის ნაცვლად „ფურია როხას" ლუის დე ლა ფუენტზე გაწვრთნის.