ფრედი: „ბრაზილია-არგენტინის ნახევარფინალი და მესის ტირილი მინდა“
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრედმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. „ლიონისა“ და „ფლუმინენსე“ ექს-მოთამაშემ „სელესაოზე“ ილაპარაკა და დაასახელა მეტოქე, რომლის ხილვაც ნახევარფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ სურს.
„მინდა, ბრაზილიისა და არგენტინის ნახევარფინალი გაიმართოს. ქაოსი, დაძაბულობა, ნეიმარის ცრუმოძრაობები და მესის ტირილი მინდა“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიის ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიაა. მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 19:00-ზე გაიმართება. ხვალვე გაირკვევა პირველი ნახევარფინალური წყვილის ვინაობა და თბილისის დროით, 23:00-ზე ნიდერლანდებისა და არგენტინის დაპირისპირებას ვიხილავთ.
Opta have updated their World Cup predictions and England are now FIFTH favourites to win the tournament, behind Brazil, Argentina, France and Portugal ???????? pic.twitter.com/PntPJhtG6M
— Sky Sports Football (@SkyFootball) December 8, 2022
საინტერესოა, რომ „სელესაოს“ მომდევნო მატჩზე დღეს ბრაზილიელთა თავკაცმა, ტიტემ ისაუბრა და განაცხადა, რომ დროა, დიდ წარმატებას მიაღწიონ. „პენტაკამპეონთა“ თავკაცმა აღნიშნა, რომ ბრაზილიის ნაკრები ძლიერი გუნდია და ფეხბურთელებისგან იმას მოითხოვს, რასაც ისინი ამ მატჩამდე აკეთებდნენ.