ჰარი მაგუაიერი, კატარი 2022
Aa
Aa

მაგუაიერი: ცუდი წელი მქონდა, თუმცა კარიერული ვარდნა მხოლოდ 2 ფეხბურთელს არ ჰქონია

ჰარი მაგუაიერმა აღიარა, რომ წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ კარგად არ უთამაშია.

„არ ვიტყოდი, რომ ეროვნულ ნაკრებში და მანჩესტერ იუნაიტედში სხვადასხვა ზეწოლაა. ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრების მუნდიალზე თამაში არის ზეწოლა - ეს არის ყველაზე დიდი ტურნირი პლანეტაზე.

მანჩესტერ იუნაიტედში მე უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვარ. ყველაფერი რასაც ვაკეთებ გაანალიზებულია. ჩემი ყოველი ნაბიჯი. ჩვენ მიერ გაშვებული ყველა გოლი მცველის ბრალია.

სამი წლის განმავლობაში ყველა მატჩი ვითამაშე, მაგრამ ბოლო არ იყო საკმარისად კარგი. გუნდში ყველამ საკმარისად კარგად ვერ ითამაშა და ჩვენი თამაში ნაწილებად დაიშალა. სეზონის ბოლოს არავის აქებდნენ.

გასული წელი რთული იყო, ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ისე კარგად არ ვითამაშე, როგორც წინა ხუთი წელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელი მათი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს არ ჰქონიათ რეგრესი“,

- თქვა მაგუაირმა Goal-თან საუბრისას.

„იუნაიტედის“ უკანახაზელი მსოფლიო ჩემპიონატზე მართლაც დამაჯერებლად გამოიყურება და თითქმის ყველა შეხვედრაში მაღალ შეფასებას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში