2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში
გერმანიაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარუმატებელი თამაშის მიზეზებს ეძებენ.
Bild-ის ცნობით, ორსაათიანი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ DFB-ის პრეზიდენტი ბერნდ ნოიენდორფი და ვიცე-პრეზიდენტი ჰანს-იოახიმ ვაცკე, იყო მცდელობა გაერკვია ზუსტად რა მოხდა კატარში.
ერთ-ერთი მიზეზი იყო ფეხბურთელების მეგობრებისა და მათი ოჯახის წევრების გამოჩენა სასტუმროში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობდა. ზოგიერთ მოთამაშეს „სადღესასწაულო ატმოსფეროში" დისკომფორტი უჩნდებოდა.
ესპანეთთან მატჩის (1:1) შემდეგ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მეუღლეები და მეგობარი გოგონები სასტუმროში მიიწვიეს. მათ ნება დართეს ორი ღამით იქ დარჩენილიყვნენ.
გოგონების ეროვნული ნაკრების სასტუმროში სტუმრობამ უთანხმოება გამოიწვია DFB-სა და ეროვნული ნაკრების თანამშრომლებს, ასევე ფეხბურთელებს შორის. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გაოგნებული იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა „ბუნდესმანშაფტის“ წევრების ქმედებებით. ისინი თვლიან, რომ დისციპლინა შესაბამის დონეზე დაცული არ იყო.