კილიან მბაპე, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

როგორ შევაჩეროთ მბაპე - საუთგეიტს აქვს გეგმა, რომელსაც 2 წელი ამზადებდა

10 დეკემბერს. ძალიან საინტერესო შეხვედრას ვიხილავთ და კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. „სამი ლომის“ ერთ-ერთი ამოცანა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კილიან მბაპეს შეჩერება იქნება და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ინგლისელთა თავკაცს, გარეთ საუთგეიტს გეგმა აქვს შემუშავებული, რომლითაც მბაპეს გაანეიტრალებს.

Independent-ის მიხედვით, საუთგეიტი და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები ამ გეგმაზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. „სამი ლომის“ თავკაცს მიაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი მბაპეს ფლანგზე მისნაირად სახიფათო შემტევის დაყენებაა, რომელიც კილიანის დაცვით სისუსტეებს კარგად გამოიყენებს.

ბრიტანული პრესის მიხედვით, თუ საუთგეიტი თავის გეგმას მიჰყვა, მაშინ შესაძლოა, მარჯვენა ფლანგზე მარკუს რაშფორდი ან ფილ ფოდენი ვიხილოთ. ბუნებრივია, არის შანსი, „სამი ლომის“ თავკაცმა ცვლილებებს არ მიმართოს და ბუკაიო საკა დატოვოს, რომელიც ასევე ძალიან სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში პორტუგალიასა და მაროკოს ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Record: რონალდუ შვეიცარიასთან მატჩამდე მუნდიალის დატოვებას აპირებდა
Record: რონალდუ შვეიცარიასთან მატჩამდე მუნდიალის დატოვებას აპირებდა