ტიტე, კატარი 2022
Aa
Aa

ტიტე: დადგა დრო, რომ ფინალში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, ხორვატიასთან გასამართ მეოთხედფინალამდე პრესასთან ისაუბრა.

ტიტემ თავისი ფეხბურთელების გამომწვევ ქმედებაზეც ისაუბრა, რომლებიც გოლის აღნიშვნისას საფირმო ცეკვას ასრულებენ, რაც ბევრის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ეს არ არის ჩემი გუნდი. ეს არის ბრაზილიის ნაკრები, რომელზეც მე, როგორც მწვრთნელი ვარ პასუხისმგებელი. ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვინც არ იცის ბრაზილიის ისტორია და კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი და მათ სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

მე პატივს ვცემ ჩვენს კულტურას და გუნდს, რომელშიც ვმუშაობ. ეს ბრაზილიური კულტურაა და სხვას არ ვნებს. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი.

ვინც ჩემთან მუშაობს, მიცნობს, მათ იციან, როგორ ვმუშაობთ კულისებში. და თუ უნდა ვიცეკვო, ვიცეკვებ. უბრალოდ, მეტი ვარჯიში მჭირდება.

რაც შეეხება ხორვატიასთან მატჩს, მოლოდინებით აღსავსე ვარ. დადგა დრო, რომ ფინალში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. კარგი გუნდი გვყავს და ფეხბურთელებისგან იმავეს გამეორებას ვითხოვ, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ხორვატებს კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ, მათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით, რომ შემდეგ მატჩის გაკონტროლება გაგვიადვილდეს".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ხორვატიის მატჩი 9 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: დე პაული და დი მარია მწყობრში არიან, ხვალ სასიამოვნო საყურებელი მატჩი გველის
სკალონი: დე პაული და დი მარია მწყობრში არიან, ხვალ სასიამოვნო საყურებელი მატჩი გველის