ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზამთარში წავა - მოლ ფეჰერვარი ბუდუს გაშვებას აპირებს

უნგრული კლუბი, „მოლ ფეჰერვარი“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის გაშვებას აპირებს. ამის შესახებ „მოლ ფეჰერვარის“ ახლად დანიშნულმა სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰაშმა ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი შანსია, ბუდუმ გუნდი ზამთარში დატოვოს.

„ვცდილობთ, ზივზივაძეს შანსი მივცეთ, რომ კარიერა სხვა კლუბში ამ ზამთარს გააგრძელოს. მთავარ მწვრთნელთან და მასთან შექმნილი სიტუაცია განვიხილეთ და გამოსავალს ვეძებთ თუ ბუდუსთან მიმართებით რა უნდა გავაკეთოთ“.

„მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა“.

„უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს