თოფურია: „ევლოევი ვირთხაა და როცა ქამარს მოვიგებ, მასაც მივხედავ“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მოვსარ ევლოევზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ინტერვიუ რუსულ Metaratings-ს მისცა და ევლოევს „ვირთხა“ უწოდა.
„როცა UFC-ის საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ, ყველა ვირთხას გავუმკლავდები. ერთ-ერთი მათგანი მოვსარ ევლოევია. როცა ევლოევს მაგრად ვცემ, MMA-ის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავხდები“.
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევსა და ილია თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი.
???????? @Topuriailia
— UFC Europe (@UFCEurope) December 7, 2022
???? Bryce Mitchell
???? #UFC282
???? Saturday! pic.twitter.com/U8ouP342lP
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.