კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

რამდენიმე საათის წინ, ევროპის მასშტაბით წამყვან სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩენის გამო, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს მუნდიალის დატოვებით დაემუქრა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პორტუგალიის ნაკრების მენეჯერებს სპეციალური განცხადების გავრცელება მოუწიათ, სადაც ისინი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს:

„ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფერნანდუ სანტუშთან საუბრისას ეროვნული გუნდის დატოვებით დაიმუქრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა“.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად Record-მა გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა წამყვანმა სააგენტოებმაც აიტაცეს.

იწერებოდა, რომ როდესაც კრიშტიანუმ გაიგო, რომ შვეიცარიასთან შეხვედრას სასტარტო თერთმეტეულში არ დაიწყებდა, მან ბარგის ჩალაგება დაიწყო და კატარიდან გასამგზავრებას აპირებდა. 37 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მოგვიანებით, თანაგუნდელებთან გასაუბრების შემდეგ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში