ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბატონებო, კეთილი იყოს თვენი დაბრუნება კვარაცხელია-შოუში“ - იტალიური მედიის გამოხმაურება

35-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოედანს გუშინ, „ანტალიასპორთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდა და პირველი 45 წუთი ითამაშა.

ლუჩიანო სპალეტიმ კვარა მოედნიდან მეორე ტაიმის სტარტზე გაიყვანა მაშინ, როდესაც „ნაპოლი“ 2:0-ს იგებდა. ხვიჩას გუშინდელ მატჩში გოლი და ასისტი არ ჰქონია, თუმცა თავი ჩვეული სათამაშო სტილით, დრიბლინგებითა და ცრუ მოძრაობებით დაგვამახსოვრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიური მედია ქართველ ფეხბურთელს აქებს.

რას წერს CALCIONAPOLI1926:

ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვარაცხელია-შოუში! ქართველი ვარსკვლავი ისევ ანათებს. გუშინ, „ანტალიასპორისა“ და „ნაპოლის“ თამაშში მატჩში კვარაცხელიას თამაშში ამაღელვებელი ციმციმები შეინიშნებოდა. „ნაპოლის“ სამკაული წელის მწვავე ტკივილის შემდეგ უმაღლეს წერტილსა და აძურის გულშემატკივრების ოცნებას უბრუნდება. ამ ტკივილმა აიძულა გამოეტოვებინა „ნაპოლის“ ბოლო 3 მატჩი და ასევე ამხანაგური შეხვედრა საქართველოსთან ერთად.

Il Matino:

ის დარბის, გვთავაზობს დრიბლინგებს, ურტყამს... ისწორებს ვარცხნილობას, შემდეგ კი ამას ისევ თავიდან იწყებს. ამას მოედანზე თვალდახუჭულიც შეამჩნევდით. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს ნოემბრის დასაწყისში, ენფილდზე „ლივერპულთან“ ითამაშა, მას შემდეგ კი მოედანი პირველად თურქეთში ნახა. მართალია, ეს უბრალო ამხანაგური მატჩი იყო, თან მსოფლიო ჩემპიონატის დროს, თუმცა ეს მას არ ადარდებდა. ზურგის ტკივილი, რომელმაც მას 2022 წლის ფინალური მატჩები გამოატოვებინა, ახლა უკვე მოგონებაა. როგორც წესი, როდესაც მოედანზე 1 თვეზე მეტია არ ყოფილხარ, შენი თავდაჯერებულობა და თვისებები ხელახლა უნდა გააქტიურო, თუმცა კვარა არ შეცვლილა: ქართველისა და ოსიმენის წყვილს კვლავ მომაკვდინებელი სტატუსი აქვს, თუმცა მათ აშკარად სჭირდებათ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამის გამო, სპალეტიმ ის შესვენებაზე შეცვალა. ამ დროს ერთი ტაიმი საკმარისია. სავარაუდოდ, კვირას, „კრისტალ პალასთან“ მას უფრო დიდი დრო მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ამხანაგურ შეხვედრაში „ანტალიასპორი“ 3:2 დაამარცხა. სპალეტის გუნდი თურქულ შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას კვირას, „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც გუნდი ნეაპოლში დაბრუნდება და 17 დეკემბერს, „დიეგო მარადონას სტადიონზე“ ესპანურ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს განახლების შემდეგ „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოდან მოთამაშეების გადმოყვანა სარისკოა“ - საბატინიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„საქართველოდან მოთამაშეების გადმოყვანა სარისკოა“ - საბატინიმ ხვიჩაზე ისაუბრა