ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, მილოუკი ბაქსი
Aa
Aa

ქართველებს მცირე დრო მიეცათ - მილუოკიმ მოიგო, ინდიანამ წააგო

NBA-ში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „მინესოტა ტიმბერვულვზსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 115:121 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველ კალათბურთელს ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცა. გოგა ბითაძე მთავარმა მწვრთნელმა მეორე მეოთხედის დასვკნით ორ წუთში ათამაშა. საერთო ჯამში გოგამ პარკეტზე 2 წუთი და 13 წამი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ 1 ასისტის შესრულება მოასწრო.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, გოგას მსგავსად, მასაც მცირე სათამაშო დრო მიეცა, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც. მამუს გუნდი საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და 13 ქულის სხვაობით, 126:113 დაამარცხა.

მამუკელაშვილი პარკეტზე მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ, სანდრომ დასკვნითი მეოთხედის ბოლო 01:18 წუთი ითამაშა და მეტოქის ფარზე მხოლოდ ერთხელ ისროლა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.

24 ტურის შემდეგ „მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 18 მოგებით და 6 მარცხით მე-2 ადგილს იკავებს, გოგა ბითაძის ინდიანა კი 13 მოგებითა და 12 მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანდრო ძალიან კარგი იყო და გუნდს დაეხმარა“ - ბაქსის თავკაცმა მამუ შეაქო
„სანდრო ძალიან კარგი იყო და გუნდს დაეხმარა“ - ბაქსის თავკაცმა მამუ შეაქო