“სათამაშო ხარისხის ნაწილი გვაჩვენა“ - სპალეტი ხვიჩაზე
მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ევროპული გრანდები ამხანაგურ მატჩებს მართავენ. ერთ-ერთი ასეთი „ნაპოლი“ გახლავთ, რომელიც „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სპალეტი:
„3-4-2-1 სისტემა? დღეს ჩვენი ბევრი მცველი გვაკლდა და ამ ტაქტიკას მივმართე. საინტერესო გამოცდა იყო. ახალი რაღაცები ვისწავლეთ. ვიპოვეთ ტაქტიკა, რომლის საშუალებითაც ბურთზე კონტროლი დავაწესეთ. ნური შაჰინს საკმაოდ დალაგებული გუნდი ჰყავს. მჯერა, ის დიდი მწვრთნელი გახდება.
კონტექსტის თვალსაზრისით, საინტერესო მატჩი გამოვიდა. მუშაობა და მომზადება უნდა გავაგრძელოთ. კვარაცხელია? ის კარგად არის. დაბრუნდა და წელის ტკივილი აღარ აწუხებს. მან თავისი სათამაშო ხარისხის ნაწილი გვაჩვენა და გვიხარია, რომ დაბრუნდა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა წელის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო და სერია ა-ს რამდენიმე დაპირისპირება გამოტოვა. დღეს კი თურქული კლუბის წინააღმდეგ დაბრუნდა და მინდორზე 45 წუთი გაატარა.
ხვიჩას ყველა მომენტი "ანტალიასპორთან"