ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: ვიღაც დაუმარცხებლის სტატუსს დაკარგავს და ეს მე არ ვიქნები

ილია თოფურიამ კვირას ბრაის მიტჩელთან გასამართი ბრძოლის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მოტივაციაა. როცა დამიძახეს და მითხრეს, რომ ვიღაცას ვინც დღემდე დაუმარცხებელია ჩემთან ბრძოლა სურდა. ეს ჩემთვის კარგი მოტივაციის საბაბია.

რთული ბრძოლა მელოდება, რადგან იგი დაუმარცხებელი ტყუილად არ არის, თუმცა ვიცი, რომ ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს ბრძოლა დგომში წარიმართება, თუ პარტერში, კიდევ ერთი გამარჯვების გასაფორმებლად მზად ვარ. ვიცი, რომ ვიღაც ამ ბრძოლის შემდეგ დაუმარცხებლის სტატუსს დაკარგავს და ეს მე არ ვიქნები.

ვფიქრობ ამ ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ტოპ 5-დან შევხვდები. რაც შეიძლება სწრაფად მინდა, რომ საჩემპიონო ბრძოლა მივიღო“.

თოფურიას ჟურნალისტმა პედი პიმბლეტის წინააღმდეგ არსებულ სიტყვიერ დაპირისპირებაზე და მათ შორის ჯერაც არჩანიშნულ ბრძოლაზე ჰკითხეს, რაზეც ილიას პასუხი პირდაპირი და მოურიდებელი იყო:

„როდესაც ბოლოს ორი დღის წინ სასტუმროში მას შევხვდი, იგი უკანა კარიდან გაიყვანეს, ჰოტელში არც კი შემოსულა. რატომ? იმიტომ, რომ მას ეშინია. ასე რომ შევეცი მას... თუ ვიღაც ჩემს თავიდან არიდებას აპირებს, რა შემიძლია გავაკეთო?“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დაბრუნდა - ნაპოლიმ ანტალიასპორი დაამარცხა
კვარა დაბრუნდა - ნაპოლიმ ანტალიასპორი დაამარცხა