როდრიგო დე პაული, კატარი 2022
Aa
Aa

დე პაულმა შესაძლოა ნიდერლანდებთან 1/4-ფინალი გამოტოვოს

არგენტინის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან მატჩი წინ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. OLE-ს ცნობით, როდრიგო დე პაულს ბარძაყის კუნთების პრობლემა აქვს და დიდი შანსია ეს ერთი მატჩი გაუცდეს.

წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის კუნთების კონტრაქტურა განუვითარდა, რის გამოც ძირითადი ჯგუფისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას მაქსიმალურად გააჭიანურებს და ბოლო წუთებამდე მიიყვანს. სკალონი ამის შემდეგ გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა დე პაული.

თუ, დე პაულმა ვერ ითამაშა მას დიდი ალბათობით პარედესი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები არგენტინის მატჩი 9 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფატის აღარ ენდობიან? ბარსა მარტინელის შეძენას გეგმავს
ფატის აღარ ენდობიან? ბარსა მარტინელის შეძენას გეგმავს