უოკერი მბაპეზე: ვიცი როგორ გავაჩერო, მისთვის წითელი ხალიჩის გაშლას არ ვაპირებ
კაილ უოკერმა საფრანგეთის ნაკრებთან მოახლოებულ მეოთხედფინალზე ისაუბრა და კილიან მბაპესთან მის დუელზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ინგლისი მბაპეს წინააღმდეგ კი არ თამაშობს, არამედ საფრანგეთთან. მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, მაგრამ არ ვაპირებ მის წინააღმდეგ წითელი ხალიჩა გავშალო, რომ გაიტანოს. გააკეთე ან მოკვდი - საკითხი ასე დგას. თუ დავმარცხდებით სახლში წავალთ.
ვიცი მბაპეს წინააღმდეგ რაც უნდა გავაკეთო - ის უნდა გავაჩერო. ალბათ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, მაგრამ მე საკუთარ თავს ვაფასებ. ადრეც მითამაშია დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ, ამიტომ ამ მატჩს ისევე ვეპყრობი, როგორც სხვას.
მე მას პატივისცემით მოვექცევი, როგორც ის იმსახურებს, მაგრამ არა ზედმეტად, რადგან ჩვენ ინგლისი ვართ. ერთი მოთამაშე, ვინც არ უნდა იყოს, მთელი გუნდი არ არის. ეს არ არის ჩოგბურთი, ეს არ არის ინდივიდუალური სპორტი“,
- განაცხადა „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და საფრანგეთის მეოთხედფინალური მატჩი შაბათს, 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.