ვირჯილ ვან დეიკი, კატარი 2022
Aa
Aa

„ამ დროს ის მოედნის კუთხეში იმალება“ - ვან დეიკი მესისთან თამაშის სირთულეებზე

ვირჯილ ვან დეიკმა მეოთხედფინალური მატჩის წინ, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი შეტევების დროს ის სადღაც მოედნის კუთხეში იმალება. ეს ყველაზე რთული რამაა მის წინააღმდეგ თამაშისას.

თავდაცვის ორგანიზების თვალსაზრისით ძალიან მკაფიოდ უნდა ვიმოქმედოთ. არგენტინელი ფეხბურთელები მუდმივად მესის ეძებენ კონტრშეტევის წამოწყების მცდელობისთვის“,

- განაცხადა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები არგენტინის მატჩი 9 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

ბერნარდუ სილვა მესისთან შესაძლო ფინალზე

„მესი არის მესი... ყველამ იცის, ამ ფეხბურთელს რაც შეუძლია.

იმედი მაქვს, თუ ფინალში არგენტინას დავუპირისპირდებით, ის არ ითამაშებს ან მისთვის ცუდი დღე იქნება და კარგ მატჩს ვერ ჩაატარებს“.

- ამბობს ბერნარდუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნური შაჰინი: „კვარაცხელია საოცრებებს აკეთებს, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“
ნური შაჰინი: „კვარაცხელია საოცრებებს აკეთებს, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“