ხვიჩა კვარაცხელია, ლევან მჭედლიძე, ვალტერ საბატინი
Aa
Aa

„საქართველოდან მოთამაშეების გადმოყვანა სარისკოა“ - საბატინიმ ხვიჩაზე ისაუბრა

„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმიმ Twitch-ის პირდაპირ ეთერში, ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკა შეაქო.

67 წლის საფეხბურთო სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და ლევან მჭედლიძეც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიის სერია A-ს ორ კლუბში, „პალერმოსა“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.

რას ამბობს საბატინი:

კვარაცხელია უცნობი საფეხბურთო ქვეყნიდან მოდის. არგენტინიდან და ბრაზილიიდან მსგავსი მოთამაშეების გაფორმება მარტივია, მაგრამ საქართველოდან სარისკო... მახსოვს, წლების წინ საქართველოდან ლევან მჭედლიძე გადმოვიყვანეთ... ისიც ძალიან ძლიერი, მაგრამ ცოტა ჯიუტი ფეხბურთელი იყო. მას „პალერმოში“ სადებიუტო შეხვედრა ტურინში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჰქონდა, გოლი გაიტანა და მოგვაგებინა. კვარა გუჩინის ლოკომოტივია, რევოლუციონერი. როდესაც მოძრაობას იწყებს, რევოლუციებს ახდენს.

რა ღირს? ვფიქრობ, არაფერი ღირს, იმიტომ რომ მას არ გაყიდიან. კიმმაც ძალიან გამაკვირვა. ზოგადად, „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკა დასაფასებელია. მათ ყველა შემთხვევაში გაბედული და გონივრული არჩევანი გააკეთეს. მათი მუშაობით აღფრთოვანებული ვარ და ცოტა მშურს კიდეც.

ცნობისთვის, ვალტერ საბატინი იტალიურ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. სხვადასხვა წლების განმავლობაში ის „რომას“, „ლაციოს“, „ბოლონიას“, „პალერმოს“ და „სალერნიტანას“ სპორტული დირექტორი იყო და ამ კლუბებში მუშაობის პერიოდში არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის ავტორიც გახდა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ მიმდინარე წლის ზაფხულში, 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური ღირებულება ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ხვიჩა Transfermarkt-ზე 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დიდი ალბათობით 21 წლის შემდევი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2023 წლის დასაწყისში განაახლებს და მისი გამოსყიდვის ღირებულებაც ოფიციალურად ამ პერიოდში დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არგენტინასა და ბრაზილიაში უნდა დაბადებულიყვნენ“ - მარკოლინი ხვიჩასა და ჰოლანდზე
„არგენტინასა და ბრაზილიაში უნდა დაბადებულიყვნენ“ - მარკოლინი ხვიჩასა და ჰოლანდზე