ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ უესტბრუკი, დონოვან მიჩელი, ჯარეტ ალენი, ევან მობლი, დარიუს გარლანდი
Aa
Aa

დონოვან მიჩელის დომინაცია - კლივლენდმა ლეიკერსის წარმატებული სვლა შეწყვიტა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „კლივლენდ კავალიერსთან“ შეწყდა. ლებრონ ჯეიმსმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანთან 102:116 წააგო.

„ლეიკერსისთვის“ ვითარება პირველივე მეოთხედში გართულდა. ენტონი დევისს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მაღალი ტემპერატურის გამო, თამაში ვერ განაგრძო. „ეიდის“ გარეშე დარჩენილმა „ლეიკერსმა“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მეოთხე მეოთხედი 19:31 დათმო და მიმდინარე რეგულარულში მე-13 მარცხი იწვნია.

„კლივლენდის“ წარმატების მთავარი შემოქმედი დონოვან მიჩელი გახლდათ. ამ უკანასკნელმა მატჩი 43 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. მიჩელმა 17 ქულა დასკვნით პერიოდში მიითვალა და გადამწყვეტ მომენტებში გუნდს ულიდერა. დონოვანის გარდა, ორმაგი დუბლით გამოირჩა ჯარეტ ალენი - 24 ქულა, 11 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დარიუს გარლანდს - 21 ქულა, 11 ასისტი, ხოლო ევან მობლიმ 7 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. „ლეიკერსის“ რიგებში 21 ქულითა და 17 მოხსნით ლებრონი გამოირჩა. დენის შროდერმა თავი 16 ქულას მოუყარა. ტომას ბრაიანტმა 19 ქულა გააკეთა, ხოლო რასელ უესტბრუკმა - 16.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 10 მოგება და 13 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ, „კლივლენდმა“ კი 25 შეხვედრიდან 16 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაროკოს მწვრთნელი: “ისტორია შევქმენით“
მაროკოს მწვრთნელი: “ისტორია შევქმენით“