გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

9 ქულა და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე - ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში

ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი NBA-ის განვითარების ლიგაში ასპარეზობას განაგრძობს. გამთენიისას, მისი „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „მეინ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 119:101 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ბეჟანიშვილმაც შეიტანა.

გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა მაღალმა აქტივში 9 ქულა, 6 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ბეჟანიშვილმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

გიორგის გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა ტაირიზ მარტინმა დააგროვა. ბრენდონ უილიამსს 27 ქულა და 3 ჩაჭრა ჰქონდა. არმონი ბრუქსმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო კრის სილვამ და ლენგსტონ გალოუეიმ მატჩი 11-11 ქულით დაასრულეს.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილის „სქაიჰოუქსს“ 9 მოგება და 4 წაგება აქვს. გიორგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს გამართავს და „დელავერ ბლუ ქოუთს“ დაუპირისპირდება, რომლის ანგარიშზეც 5 გამარჯვება და 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია“
„ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია“