მურატ იაკინი
Aa
Aa

“მკაფიო გეგმა გვქონდა“ - იაკინი პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ

შვეიცარიის ნაკრებმა პორტუგალიასთან 1:6 დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა. მატჩის დასრულების შემდეგ, წაგებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა იაკინმა?

„წაგების გამო ვწუხვარ. ვერ განვახორციელეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. კარგი თამაშის ჩვენება გვინდოდა. დავმარცხდით მეტოქესთან, რომელიც გაცილებით დომინანტური იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთელებს არ ვსაყვედურობ, მათ ყველაფერი გააკეთეს.

ჩემმა გუნდმა სისტემა კარგად იცის. ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვერაფერი განვახორციელეთ. მოუთმენლები ვიყავით და შეტევაზე ძალიან სწრაფად გადავდიოდით. მკაფიო გეგმა გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში, მუნდიალზე გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დღეს სრულიად ჩავვარდით.

ფეხბურთელების და მთლიანად ერის გამო ვწუხვარ. შესანიშნავი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, მარცხს უნდა შევეგუოთ. სხვას ვერაფერს გეტყვით.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მატჩის წინ კრიშტიანუ მესაუბრა“ - რამოში შვეიცარიის განადგურების შემდეგ
“მატჩის წინ კრიშტიანუ მესაუბრა“ - რამოში შვეიცარიის განადგურების შემდეგ