ესპანეთი, ვალიდ რეგრაგი, მაროკო
Aa
Aa

მაროკოს მწვრთნელი: “ისტორია შევქმენით“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. „ფურია როხა“ მუნდიალს ემშვიდობება. ლუის ენრიკეს შეგირდებმა პენალტების სერიაში წააგეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ კომენტარი გააკეთა.

რეგრაგი:

„ვიბრძოლეთ და გავახარეთ მაროკოელი ხალხი. ჩვენ ისტორია შევქმენით და მაროკო ამას იმსახურებს. ჩვენმა თანამემამულეებმა მოედანზე გაგვაერთიანეს. არაბულ და აფრიკულ ფეხბურთს პატივს ვცემთ. დღეს მორალი ავიმაღლეთ.

ვიცოდით, რომ ესპანეთი ბურთის ფლობაზე იქნებოდა ორიენტირებული და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ვითამაშეთ. „ფურია როხამ“ ვერანაირი ხიფათი ვერ შეგვიქმნა.“

ცნობისთვის, ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ასევე, მაროკო გახდა მეოთხე აფრიკული ნაკრები, რომელმაც მუნდიალის მეოთხედფინალში გააღწია.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა“ - ბუსკეტსი და სიმონი სენსაციურ მარცხზე
„ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა“ - ბუსკეტსი და სიმონი სენსაციურ მარცხზე